მარნეულში მოტოციკლის მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
მარნეულში, რამდენიმე საათის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ერთ-ერთ რესტორანში შევარდა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მარნეულის

მერის ყოფილი მოადგილის, ზურა ფანგანის ძმაა.

როგორც რადიო “მარნეულს” შსსში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები