დმანისის სოფელ მამიშლოში საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა
2026 წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამიშლოში საზოგადოებრივი სივრცი მოწყობა იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დმანისის მერიამ 95`938 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მრავალფუნქციური დანიშნულების იქნება.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, აშენდება 399 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა, მოეწყობა ახალი სახურავი, რკინაბეტონის კონსტრუქციები, ბეტონის სარინელები, წყალსაწრეტი სისტემა, კიბეები, ასევე ტერიტორია

კეთილმოეწყობა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 14-17 ივლისის პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში ჩააბაროს.

დაფინანსების 33.35%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო 66.65%-ს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი უზრუნველყოფს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები