„კუთლიარ-ბაიდარის თემი ბორჩალოს მხარე“- ბაქოში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა (ფოტო)
5 ივლისს, ბაქოს ქალაქში წიგნის „ბორჩალოს მხარის კუთლიარ-ბაიდარის თემი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მოიცავს ინფორმაციას კუთლიარისა და ბაიდარის სოფლების, ასევე ამ სოფლების ცნობილი წარმომადგენლების შესახებ.

ღონისძიებას აზერბაიჯანში მცხოვრები ემიგრანტები ესწრებოდნენ.


ღონისძიება შესავალი სიტყვით წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, წარმოშობით სოფელ ბაიდარიდან გურბან გურბანოვმა გახსნა. მან დამსწრეებს წიგნის შესახებ ისაუბრა.

შემდეგ სიტყვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატს, მეცნიერს ისმიხან აბდულაევს გადაეცა. მან

თავის გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა წიგნში სოფლის ინტელიგენციის შემოქმედებისა და საქმიანობის ფართო და სრულყოფილ კვლევას და წიგნის ავტორს, ნამიკ ხეირზადეს მადლობა გადაუხადა.


შემდეგ სიტყვით გამოვიდა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელზა მოლაევა. მან დადებითად შეაფასა წიგნის დახვეწილი გაფორმება, ასევე კურდლარ-ბაიდარის თემის წარმომადგენელი ინტელიგენციისა და პედაგოგების საქმიანობის ერთ გამოცემაში ასახვა. პროფესორმა აღნიშნა, რომ ამ თემის საზღვრები მხოლოდ გეოგრაფიული სივრცით არ შემოიფარგლება და აქ მცხოვრები ადამიანები ერთ თემად და ერთობად არიან გაერთიანებული.


პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსულმა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა აჰმედ ბელაგოზოვმა ასევე მაღალი შეფასება მისცა წიგნის გაფორმებას. მან მადლობა გადაუხადა ავტორ ნამიკ ხეირზადეს და გურბან გურბანოვს წიგნის მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ სულეიმან ზულფუგაროვი, ნამაზ ისმაილოვი, ფაიგ სულეიმანოვი, ელვინ მოლაევი, ზაჰიდ სულთანოვი, იაშარ ბინათოვი სამირ ბინათოვი, აზად მოლაევი და ილგარ მოლაევი. მათ წიგნში წარმოდგენილი პირების შესახებ შეგროვებული ინფორმაციის სრულყოფილება დადებითად შეაფასეს და მადლობა გამოხატეს.


შემდეგ წიგნის ავტორმა ნამიკ ხეირზადემ ღონისძიების მონაწილეებს და გურბან გურბანოვს წიგნის მომზადებისა და გაფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნამიკ ხეირზადემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ წიგნი „ბორჩალოს მხარის კურდლარ-ბაიდარის თემი“ წარმოადგენს ენციკლოპედიურ და ინფორმაციულ კრებულს და მას დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.


ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის პირველი ეტაპზე 100 ეგზემპლარი დაიბეჭდა. წიგნის მიმართ არსებული ინტერესიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მისი ხელახლა გამოცემაა დაგეგმილი.

წიგნის გამოცემა კურდლარისა და ბაიდარის სოფლების მცხოვრებლების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები