ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის
რეაბილიტაციის ფარგლებში, 24 აგვისტომდე ქუჩების ნაწილი ეტაპობრივად
გადაიკეტება.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში
ეტაპობრივად შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა. პროექტის ფარგლებში,
გასანოვის, ბორჩალოს, შაიგას, ნარიმანოვის I და II ჩიხების,
ორბელიანისა და ალგეთის ქუჩებზე ახლად მოწყობილი წყალარინების სისტემა
რუსთაველის ქუჩის ცენტრალურ მაგისტრალს შეუერთდება.
“სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამის თარიღებში,
არსებულ ქუჩებთან ერთად ეტაპობრივად ჩაიკეტება რუსთაველის ქუჩის ის
მონაკვეთებიც (გზაჯვარედინი), სადაც სისტემა ცენტრალურ მაგისტრალს
უერთდება.” - წერს მუნიციპალიტეტი
ქუჩები გადაიკეტება შემდეგი ზონებისა და თარიღების მიხედვით:
- ზონა 1: გასანოვის ქუჩა - მიერთება რუსთაველის
ქუჩაზე
- 11 ივლისი (დილის 9 საათიდან) – 16 ივლისი
- ზონა 2: ბორჩალოს ქუჩა - მიერთება რუსთაველის
ქუჩაზე
- 17 ივლისი (დილის 9 საათიდან) – 22 ივლისი
- ზონა 3: შაიგის ქუჩა - მიერთება რუსთაველის
ქუჩაზე
- 23 ივლისი (დილის 9 საათიდან) – 29 ივლისი
- ზონა 4: ნარიმანოვი, ორბელიანის ქუჩა (მეჩეთთან) -
მიერთება რუსთაველის ქუჩაზე
- 30 ივლისი (დილის 9 საათიდან) – 5 აგვისტო
- ზონა 5: ნარიმანოვი, ალგეთის ქუჩა (მეჩეთთან) - მიერთება
რუსთაველის ქუჩაზე
- 6 აგვისტო (დილის 9 საათიდან) – 12 აგვისტო
- ზონა 6: ნარიმანოვის II ჩიხიდან - მიერთება რუსთაველის
ქუჩაზე
- 13 აგვისტო (დილის 9 საათიდან) – 18
აგვისტო
- ზონა 7: ნარიმანოვის I ჩიხიდან - მიერთება რუსთაველის
ქუჩაზე
- 19 აგვისტო (დილის 9 საათიდან) – 24
აგვისტო
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში
2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა
ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო
ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021
წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ
შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი
შეჩერდა.
ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ
კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo -
Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret
Anonim Sirkei“.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი
მოხმარდება.
რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულებამ 2026 წლის სექტემბრამდე
გადაიწია.