12 სოფელი მარნეულში, სადაც გარე განათებას მოაწყობენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 12 სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა.

შესყიდვის ფარგლებში მომზადდება გარე განათების მოწყობის პროექტები სოფლებში:
  • ალგეთი
  • აზიზქენდი
  • ყიზილაჯლო
  • ქუთლიარი
  • დიდი მუღანლო
  • ლეჟბადინი
  • პირველი ქესალო
  • კაჩაგანი
  • სადახლო
  • მოლაოღლი
  • ოფრეთი
  • თამარისი
პროექტების განსახორციელებელი სამუშაოების საერთო სავარაუდო ღირებულება 256 000 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურებას შპს „ლიგია-2006“ განახორციელებს. ხელშეკრულების ღირებულება 11 520 ლარია (დღგ-ის გარეშე), ხოლო საპროექტო დოკუმენტაცია

45 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მომზადდეს.

ტექნიკური დავალება მოიცავს სიტუაციური გეგმის, განათების ქსელის სქემების, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ექსპერტიზის დადებითი დასკვნისა და სხვა აუცილებელი საპროექტო მასალების მომზადებას. ასევე, პროექტის ავტორი ვალდებული იქნება სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობა განახორციელოს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები