იაღლუჯის დასახლებაში არსებული ბაღის რეაბილიტაციას მერია კიდევ ერთხელ ცდის
ქალაქ მარნეულში იაღლუჯის დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვის ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა.

პირველი ტენდერი რომელიც თვითმმართველობამ მაისის თვეში გამოაცხადა, მონაწილეობა არავინ მიიღო და ის არშემდგარად გამოცხადდა.

მარნეულის მერია დამატებით 172 738 ლარის დახარჯვას გეგმავს იმ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის, რომლის რებილიტაციისათვის უკვე 277 298 ლარი გადაიხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, იაღლუჯის დასახლებაში საბავშვო ბაღი

2022 წელს აშენდა.

სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი განახორციელა დანიის ლტოლვილთა საბჭომ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.

საბავშვო ბაღის აშენების მიუხედავად იაღლუჯის დასახლებაში სკოლამდელი განათლების დაწესებულება არ გახსნილა და შენობა ამ დრომდე დაკეტილია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრვმა თვითმმართველობამ 2022 წელს დანიისა და გერმანიის მხარდაჭერით აშენებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციო იყო, 2024 წელს დაიწყო. 2024 წლის სექტემბერში თვითმმართველობამ 124 799 ლარი გადაიხადა ამავე ბაღის ეზოს კეთილმოწყობისათვის, ხოლო 2025 წლის აპრილში მერიამ 152 499 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ბესტჰაუსი 2024“-ს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები