ბოლნისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის საბარათე სისტემას ნერგავს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა გამარტივებული და მოსახერხებელი გადაადგილებისათვის მიმდინარეობს გადახდის თანამედროვე სისტემის დანერგვა.
მგზავრობის საფასურის გადახდა პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საქართველოს ბანკისა და სპეციალური სამგზავრო ბარათებით (სამგზავრო ბარათები ხელმისაწვდომი იქნება წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე).

შეღავათით მოსარგებლე სტატუსის მქონე კატეგორიებისათვის დამზადდება ინდივიდუალური სამგზავრო ბარათები.

კატეგორიები, რომლებიც უფასოდ იმგზავრებენ:
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული

    შესაძლებლობის მქონე პირები;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირები;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.
შეღავათით მოსარგებლე სტატუსის მქონე კატეგორიის მოქალაქემ ინდივიდუალური ბარათის მისაღებად მიმდინარე წლის 15 ივლისიდან უნდა მიმართოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიას და შეავსოს თანხმობის ფორმა, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობისა და სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.

გარეკანის ფოტო დაგენერირებულია ხელოვნური ინტელექტით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები