მარნეულში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ქალი
გადმოვარდა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მარნეულის
„ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა
მძიმეა და ის ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ
იმყოფება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის
სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას
გულისხმობს.
დეტალები ამ დროისთვის უცნობია.