მარნეულში „სმარტის“ ახალი მარკეტი გაიხსნა
მარნეულში 25 მაისის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ ახალი მარკეტი გაიხსნა.

„ქსელის გაფართოებით ვცდილობთ, რომ „სმარტის“ ექსკლუზიური ასორტიმენტი და გზად საჭირო პროდუქტები ქვეყნის რაც შეიძლება მეტ რეგიონში იყოს ხელმისაწვდომი. მარნეულში ახალგახსნილი „სმარტის“ თანამედროვე სივრცეში მომხმარებლები შეძლებენ როგორც გზად საჭირო პროდუქტების შეძენას, ასევე იტალიური ყავისა და ჩვენი ექსკლუზიური იმპორტის პროდუქციის დაგემოვნებას. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის,

რომ ხშირად ერთ სივრცეში აერთიანებს „სმარტს“, „საბვეის“, „ვენდისსა“ და „დანკინს“, რაც მომხმარებლისთვის კომფორტულ და მრავალფეროვან გამოცდილებას ქმნის“,
– აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.


ახალგახსნილ „სმარტში“ მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებაც მოქმედებს. 16 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ცნობილი შეფ-მზარეულის, ავთო ცეცხლაძის რეცეპტით შექმნილი „სმარტული“ ჰოთ-დოგი და Coca-Cola მხოლოდ 4 ლარად შეიძინონ.



მიმდინარე წლის ბოლომდე „სმარტი“ თბილისში, წყალტუბოში, ხობსა და მესტიაში კიდევ 6 ახალ მარკეტს გახსნის და მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 60 მარკეტით იქნება წარმოდგენილი.



„სმარტი“ ჩართულია „ვისოლის“ ერთიან ლოიალობის პროგრამაში. „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას და მიიღონ დამატებითი ბენეფიტები.


დაგროვებული ქულების გამოყენება შესაძლებელია როგორც „სმარტის“ მარკეტებში, ისე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, რაც მომხმარებლისთვის ერთიან და მოსახერხებელ ციფრულ ეკოსისტემას ქმნის. ბოლო წლების განმავლობაში „ვისოლი“ „სმარტის“ ქსელს საშუალო ფორმატის მარკეტებით ავითარებს როგორც ავტოგასამართ სადგურებზე, ისე ცენტრალურ მაგისტრალებზე განთავსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში.

„სმარტის“ მარკეტების უმეტესობაში სტუმრებს კომფორტული კაფე ხვდებათ, სადაც ადგილზე მომზადებული ნაცხობი პროდუქტები და იტალიური ყავა „ტრუჩილო“ განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ქმნის.



რეკლამა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები