მარნეულში მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი რეანიმაციაში რჩება
მარნეულში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში რადიო “მარნეულს” განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მათივე ინფორმაციით, ქალს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა და ამ ეტაპზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას.

შემთხვევა 16 ივლისს მოხდა. დაშავებული ქალი სასწრაფო

სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები