სოფელ კირიხლოში თევზის უკანონო დაჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე დებედაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს მიმდებარედ, მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის სახეობის 7,5 კილოგრამი თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა.

უწყების განმარტებით, ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები