მარნეულელმა აბიტურიენტებმა - ყურბანმა, მინაიამ, მურადმა, სულეიმანმა
და აიგულმა ზოგადი უნარების გამოცდაზე მაღალი ქულები აიღეს.
მარნეულის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, 18 წლის ყურბან
გოიუსიბოვმა, მაქსიმალური 80 ქულიდან 75 ქულა დააგროვა. მისი თქმით,
შედეგის ნახვისას დიდი ემოცია განიცადა და სიხარული პირველად დედას
გაუზიარა.
„80 ქულიდან 75 ქულა ავიღე. ვერბალურ ნაწილში რაჰიდა იუსიბოვა
მამზადებდა, ხოლო მათემატიკურ ნაწილში - ფარზინ მაშადიევი. რადგან
რუსულენოვანი სკოლა დავამთავრე, აზერბაიჯანული ენა კარგად არ ვიცოდი,
რის გამოც საგამოცდოდ მომზადება ცოტა გაძნელდა. არჩევანი თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე შევაჩერე და ვგეგმავ, ექიმი
გავხდე“, - აცხადებს ყურბან გოიუსიბოვი.
ყურბანზე 2 ქულით ნაკლები - 73 ქულა მოიპოვა მინაია იბადოვამ,
რომელმაც სადახლოს N2 საჯარო სკოლა დაამთავრა. მან გამოცდისთვის
მზადება ბოლო 5-6 თვეში დაიწყო.
მინაიას თქმით, მთავარია, აბიტურიენტმა თემა მანამ იკითხოს
მასწავლებელთან, სანამ ბოლომდე არ გაიგებს.„წარმოშობით მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ წოფიდან ვარ. გამოცდაზე მაღალი შედეგი მივიღე,
რამაც ძალიან გამახარა. მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს - ასმარ
მასწავლებელს მათემატიკაში და ჰუმბათ მასწავლებელს ვერბალურ
ნაწილში.
ზოგიერთ აბიტურიენტს ერიდება გაურკვეველი საკითხის დროულად კითხვა,
ჩემი რჩევა იქნება, რამდენჯერაც არ ესმით თემა, იმდენჯერ ჰკითხონ
პედაგოგს. არჩეული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მომავალში ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგობა მსურს, თუმცა სკოლის
ნაცვლად, უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობა მიზიდავს“, - აღნიშნავს
მინაია იბადოვა.სოფელ ზემო სარალში მცხოვრები მურად ნაგიევი
წარმატების გასაღებს მეცადინეობის სწორ გადანაწილებაში ხედავს.
მურადს მიაჩნია, რომ ერთ დღეს გადატვირთვის სანაცვლოდ, მასალის
რამდენიმე დღეზე გადანაწილება უკეთეს შედეგს იძლევა.
„საიმერლოს სკოლა დავამთავრე. შედეგების გამოქვეყნებამდე
62–63 ქულას ველოდი და მიღებულმა უფრო მაღალმა ქულამ სასიამოვნოდ
გაოცებული დამატოვებინა. ვერბალური ნაწილი შედარებით რთული იყო
მსგავსი სავარაუდო პასუხების გამო, თუმცა ბევრი ვარჯიშით შეცდომები
მინიმუმამდე დავიყვანე. ჩემი მთავარი მიზანი ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებაა, მომავალში კი
ტექნოლოგიების სფეროში საზღვარგარეთ საქმიანობას ვგეგმავ“, -
ამბობს მურად ნაგიევი.კიდევ ერთმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ, 18 წლის
სულეიმან გარაჯაევმა, 67 ქულა დააგროვა. სოფელ მოლაოღლის სკოლის
კურსდამთავრებული მომავალში კომპიუტერულ ინჟინერიას აირჩევს.
„ეს შედეგი ჩემი მასწავლებლების ეფენდი, ესმირა და ელმარ
მასწავლებლების დამსახურებაა. მეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ავირჩიე. მინდა განვვითარდე და წარმატებული პროფესიონალი
გავხდე“, - აცხადებს სულეიმან გარაჯაევი.სოფელ წოფის
9-წლიანი და სადახლოს N2 სკოლის კურსდამთავრებულმა აიგულ ისმაილოვამ
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 66 ქულა მოიპოვა.
„6-თვიანი მომზადების პერიოდი მქონდა. რეგიონში ცხოვრებას
თავისი სირთულეები ახლავს - რესურსებსა და პედაგოგებზე წვდომა ზოგჯერ
შეზღუდულია, თუმცა ონლაინ შესაძლებლობებით ეს ბარიერი გადავლახე.
მარნეულში მომზადებას ბევრი უპირატესობა ჰქონდა. მშობლიურ გარემოში
ყოფნამ ფსიქოლოგიური სიმშვიდე მომცა და გზაში დრო არ დამეკარგა.
თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლის
გაგრძელებას“, - აღნიშნავს აიგულ ისმაილოვა.ცვლილებები
უმაღლეს განათლებაშიშეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ
განათლების სისტემაში მასშტაბური რეფორმა გამოაცხადა. ცვლილებების
თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში
სტუდენტთა მიღება და პროგრამების რაოდენობა შემცირდება.
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ძირითადი
მიმართულებები შემდეგნაირად გადანაწილდება:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,
- სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და
პოლიტიკური მეცნიერებები(ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის
გარდა)საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტი საინჟინრო-ტექნიკური
დისციპლინები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- პედაგოგიკური პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM
მიმართულებები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრარული სფეროები,
ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა, პედაგოგიკა თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტი სამედიცინო მიმართულებები