მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საქართველოს სკაუტური
მოძრაობის ორგანიზაცია – საქართველოს სკაუტების“ ერთობლივი
თანამშრომლობით,
15-დან 22 წლამდე ასაკის მარნეულელი ახალგაზრდებისთვის ოთხდღიანი
საზაფხულო ბანაკი ეწყობა.
პროექტი „სკაუტური თავგადასავალი - 2026“ სკაუტური მეთოდოლოგიის
საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან
არაფორმალურ საგანმანათლებლო, ლიდერულ, გუნდურ, სპორტულ, შემეცნებით
და კულტურულ აქტივობებში.
თარიღი: 2026 წლის 16, 17, 18 და 19 აგვისტო (3
ღამე)
ადგილმდებარეობა: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი
ჩითახევი
სამიზნე ჯგუფი: 15-დან 22 წლამდე მარნეულელი
ახალგაზრდები
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 აგვისტო
ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ
მითითებულ
ბმულზე
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საკონტაქტო პირს
ნომერზე: 551 34 34 54.