საზაფხულო ბანაკი მარნეულელი ახალგაზრდებისთვის ბორჯომში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია – საქართველოს სკაუტების“ ერთობლივი თანამშრომლობით, 15-დან 22 წლამდე ასაკის მარნეულელი ახალგაზრდებისთვის ოთხდღიანი საზაფხულო ბანაკი ეწყობა.

პროექტი „სკაუტური თავგადასავალი - 2026“ სკაუტური მეთოდოლოგიის საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან არაფორმალურ საგანმანათლებლო, ლიდერულ, გუნდურ, სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებში.


თარიღი: 2026 წლის 16, 17, 18 და 19 აგვისტო (3 ღამე)

ადგილმდებარეობა:

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩითახევი

სამიზნე ჯგუფი: 15-დან 22 წლამდე მარნეულელი ახალგაზრდები

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 აგვისტო

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ნომერზე: 551 34 34 54.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები