მარნეულისა და ქარელის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს.
მარნეულისა და ქარელის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულთა კომპანიებმა მოიგეს მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებების მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინათ.

თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ფალსიფიცირებული პროდუქცია - ცხენის ხორცი მიაწოდეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 197-ე მუხლებით

მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ამავე თემაზე: ცხენის დნმ მარნეულის 11-ივე საბავშვო ბაღში - რას ამბობენ გაერთიანებაში
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები