მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა
N106-ში მდებარე კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების
გამო არსებული ინვენტარის დროებით გადასატანად შესაბამის სასაწყობე
ფართს ეძებს და ბაზრის კვლევას აცხადებს.
აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის მერია ოფიციალურ ვებ-გვერდზე
(marneuli.gov.ge) ავრცელებს.
დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით
(09:00-დან 18:00 საათამდე) წარადგინონ საკუთარი წინადადებები საიჯარო
ობიექტის სავარაუდო ღირებულების მითითებით.
წინადადებების
ჩაბარება შესაძლებელია მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების
განყოფილებაში (მისამართი: ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73).
სასაწყობე ფართის ძირითადი მოთხოვნები:
- • ფართობი და სიმაღლე: არანაკლებ 350 კვ.მ. და არაუმეტეს 500
კვ.მ.; ჭერის სიმაღლე არანაკლებ 5.5 მეტრი.
- • მდებარეობა: კულტურის სახლის შენობიდან არაუმეტეს 5 კილომეტრის
დაშორებით, ლოჯისტიკურად ხელსაყრელ და შეუფერხებელ ადგილზე (სატვირთო
ტრანსპორტისთვის).
- • სივრცის დაგეგმარება: ერთიანი სივრცე შიდა ტიხრების გარეშე ან
მინიმალური ტიხრებით.
- • ტექნიკური მახასიათებლები: ელექტროენერგია (სასურველია წყალიც),
ვიდეოკონტროლის სისტემა და შესასვლელი კარი, საიდანაც შესაძლებელი
იქნება ინვენტარით დატვირთული სატვირთო/მანიპულატორით შესვლა.
- • უსაფრთხოება: ფართი დაცული უნდა იყოს წვიმისა და სხვა გარემო
ფაქტორებისგან.
დოკუმენტაციის თანახმად შემოსულ წინადადებებს მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი განაცხადების
მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში განიხილავს. ბაზრის
კვლევის პროცესში მერია იტოვებს უფლებას, საჭიროებისამებრ
დაათვალიეროს წარმოდგენილი ობიექტები.