მარნეულში კომპანია „მამედ გაზის“ ხელმძღვანელი ნარიმან ალახვერდოვი
დააკავეს.
როგორც რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინიატროში განუცხადეს,
ალახვერდოვი ძებნილის სტატუსითაა დაკავებული. (ფინანსურ დავაზე
სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო)
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, შპს „მამედგაზსა“ და
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიას (სემეკი) შორის წარმოქმნილი ფინანსური უთანხმოების გამო,
მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა. რადიო მარნეულმა
აღნიშნულ თემაზე მასალა არაერთხელ მოამზადა.
დავის მთავარი მიზეზი გაზის ტარიფი გახდა. “მამედგაზი“
მომხმარებლებისგან სემეკის მიერ დადგენილ 47-თეთრიან ტარიფზე მეტს -
57 თეთრს ითხოვდა, რის გამოც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 30
ივლისს გაავრცელა კომპანია სოკარმა ინფორმაცია , რომ ყიზილაჯლოში,
„მამედს“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუქმდა.
“შპს “მამედი” აგრძელებს უკანონო ქმედებებს და ახორციელებს სოფელ
ყიზილ-აჯლოში ინდივიდუალურად გაზმომარაგების შეწყვეტას.
მოსახლეობისთვის განვმარტავთ, რომ გაზმომარაგების და შესაბამისი
მომსახურების გაწევა მათ შორის გაზის გათიშვა/ჩართვა მხოლოდ
ლიცენზიანტის, უკვე 2026 წლის 1 აგვისტოდან “სოკარ ჯორჯია გაზის”
უფლებამოსილებაა. შპს “მამედი” მუდმივ რეჟიმში აგრძელებს
პროვოკაციებს, მოსახლეობის დაშინებას და შეცდომაში შეყვანას, აგრეთვე
ლიცენზიანტს ხელს უშლის უფლებამოსილების განხორციელებაში. გაზის
ინფრასტრუქტურაზე თვითნებურად განხორციელებული ფიზიკური ქმედებები
კანონმდებლობის დარღვევაა და ქმნის გაზმომარაგების უსაფრთხოების
რისკებს. “ - განმარტავს სოკარი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ
პოსტში.