წალკის მუნიციპალიტეტში გამართულ „სარვანობაზე“ მარნეულის მერიამ 18
500 ლარი დახარჯა.
დღესასწაული, რომელიც 1 აგვისტოს ჩატარდა, თვითმმართველობის
ინფორმაციით, მარნეულიდან დაახლოებით 350 სტუმარი ესწრებოდა. მათი
გამასპინძლებისათვის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ხელშეკრულება
ინდივიდუალურ მეწარმე ნუსრათ ალიევთან გააფორმა.
ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლმა, ელჩინ ჯაფარლიმ მოითხოვა.
„მოგახსენებთ, რომ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1
აგვისტოს აღინიშნება დღესასწაული „სარვანობა“. აღნიშნულ დღესასწაულს
დაესწრება სამას ორმოცდაათამდე სტუმარი. აქვე მოგახსენებთ, რომ ხალხის
გადასაყვანად საჭიროა 7 ცალი მიკროავტობუსი. გთხოვთ გაითვალისწინოთ
მასპინძლობასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები“, – წერს
ელჩინ ჯაფარლი.
მერიის მიერ „სარვანობიდან“ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ
დღესასწაულს მარნეულის მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე,
თავმჯდომარის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.