სასკოლო ფორმების შეძენა ქვემო ქართლში 9 სარეალიზაციო პუნქტშია შესაძლებელი
1-ლი სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დაიწყო. სარეალიზაციო პუნქტები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია გახსნილი, მათ შორის - ქვემო ქართლის რეგიონში.

მშობლებს საშუალება აქვთ, ფორმა შეიძინონ შემდეგ მისამართებზე:

გარდაბანი
სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N24

მარნეული
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შულავერი
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა

მისამართი: ქ. მარნეული, ქუჩა 26 მაისის N5

ბოლნისი
სსიპ ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. N15

დმანისი
სსიპ ქალაქ დმანისის №2 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. დმანისი, გოგებაშვილის ქ. N18

თეთრიწყარო
სსიპ ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თეთრიწყარო, დიდგორის ქ. N8

წალკა
სსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. წალკა, ჭელიძის ქუჩა №53

რუსთავი
სსიპ ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა
ქ. რუსთავი, მელიქიშვილიქ ქ. N7
სსიპ - ქალაქ რუსთავის №7 საჯარო სკოლა
ქ. რუსთავი, მაჩაბლის ქუჩა N3


ყველა სარეალიზაციო პუნქტი მუშაობს ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე, შესვენებით 15:00-დან 16:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისა და თითოეული პუნქტის ლოკაციის დასაზუსტებლად მშობლებს შეუძლიათ ისარგებლონ პლატფორმით formebi.emis.ge.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი საბანკო გადახდის ტერმინალი.

ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის გზით, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე თანხის ჩარიცხვით და საგადახდო დავალების რეალიზების პუნქტში წარდგენით.

ამ ეტაპზე ფორმის ტარება სავალდებულო მხოლოდ პირველკლასელებისთვისაა, ხოლო დანარჩენი კლასების (II–VI) მოსწავლეები ფორმებს ეტაპობრივად მიიღებენ.

სასკოლო ფორმების ფასები:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭი/გოგო): 45 ლარი
  • სასკოლო შარვალი (ბიჭი/გოგო): 25 ლარი
  • სასკოლო ქვედაკაბა (მოკლე/გრძელი): 25 ლარი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები