მარნეულელი მშვილდოსანი გოგონები საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ
23-27 აგვისტოს ბათუმში ხათუნა ნარიმანიძის სახელობის მშვილდოსნობაში მე-3 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მშვილდოსანმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს.

კომპაუნდის კატეგორიაში თამთა ნავერიანმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო შერეულ წყვილებში ასევე მეორე ადგილზე გავიდა. მისი პირადი მწვრთნელი ეკა აბაიშვილია.

კლასიკური მშვილდის კატეგორიაში სალომე

ხარშილაძემ და კატო ასანიძემ გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავეს. სპორტსმენების პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანია.

ტურნირში 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ მშვილდოსნები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google