მარნეულის ბაღებისათვის 6 ტონაზე მეტ ხორცს იყიდიან
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ ხორცის შესაძენად 172 990 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ჯამში 6 406 კილოგრამზე მეტ ხორცპროდუქტს შეიძენს.

  • საქონლის რბილი ხორცი - 4 404 კგ
  • ქათმის ფილე - 2 002 კგ
სატენდერო მოთხოვნების თანახმად, საქონლის ხორცი უნდა იყოს ახალდაკლული, გაუყინავი და სასაკლაოდან ბაღებში 24 საათის განმავლობაში უნდა მოხვდეს, თანაც ისეთ ვიზუალურ

კონდიციაში, სადაც კუნთოვანი მასა ცხიმოვანს პროცენტულად აღემატება, ფერი მუქი ვარდისფერიდან ღია წითელამდეა, არ აქვს არასასიამოვნო სუნი და თან ახლავს ვეტერინარული მოწმობა. პარალელურად, ქათმის ფილე მკაცრად გაწერილი კვებითი პარამეტრების მქონე, A კატეგორიის, ღრმა და მშრალი წესით გაყინული პროდუქტი უნდა იყოს, რომელიც არ შეიცავს გმო-ს და აკრძალულ ფარმაკოლოგიურ ნივთიერებებს.

ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 8-11 სექტემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მარნეულის ბაღებს ხორპროდუქტები ეტაპობრივად, 31 დეკემბრის ჩათვლით მიაწოდოს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები