მარნეულში ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
მარნეულში ქუჩების რეაბილიტაციისთვის მერიამ 1 593 012 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოები ალგეთის, ბერიტაშვილის, ყარყარაშვილისა და უიარაღოს ქუჩებს შეეხება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის მიზანია საპროექტო უბანში მცხოვრები მოსახლეობის დაკავშირება მაგისტრალურ გზასთან და ქვეყნის სხვა რეგიონებთან.

“საქართველოს რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არსებული გზების აღდგენა-რეაბილიტაციას და მათ გამართულ, შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ამ საავტომობილო გზის მეშვეობით ხორციელდება საპროექტო უბანში მცხოვრები მოსახლეობის დაკავშირება მაგისტრალურ გზასთან და შესაბამისად ქვეყნის რეგიონებთან. საპროექტო გზის რეაბილიტაცია - ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება და საგზაო სამოსის მოწყობა, მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზების თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას და შესაბამისად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას” - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

წინადადებების მიღება 2026 წლის 6 სექტემბრიდან დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

აღსანიშავია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას გასულ თვეშიც ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი ქუჩების რეაბილიოტაციისათვის, მათ შორის იყო აღნიშნული ადგილები, თუმცა ტენდერი არ შედგა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები