მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ხრამ არხზე ახალი ხიდი
218 590 ლარად მოეწყობა.
ტენდერი, რომელიც, მესამე ცდაზე შედგა, მონაწილეობა ერთადერთმ
აკომპანიამ “შპს ორბა 7” მიიღო, რომელთანაც ამ ეტაზე ხელშეკრულების
დადება მიმდინარეობს.
პირველი ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ აპრილის თვეში, ხოლო
მეორე, ივნისში გამოაცხადა. თუმცა მაშინ მასში მონაწილეობა არცერთმა
კომპანიამ არ მიიღო, რის გამოც არშემდგარად გამოცხადდა.
„
ხიდის სიგრძე 8.7 მ, სავალი ნაწილის გაბარიტული სიგანეა
4.5მ, მალის ნაშენის მთლიანი სიგანეა 5.1 მ. სანაპირო ბურჯების ორივე
მხარეს გათვალისწინებულია მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციის
საყრდენი კედლების მოწყობა“. - წერია დოკუმენტაციაში.
ხიდის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა
დასრულდეს. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.