მარნეულის მერიას ტელევიზორის შეძენა სურს
მარნეულის მერია ტელევიზორის შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევას ატარებს.

კვლევის ფარგლებში გამოთხოვილი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის იგეგმება 1 ერთეული LED ტიპის ტელევიზორის შეძენა, რომლის ზომაც 81 სმ-ია, ხოლო ეკრანის რეზოლუცია -1366 x 768 (HD). გარდა

ამისა, მოთხოვნილი პარამეტრების მიხედვით, ეკრანის განახლების სიხშირე შეადგენს 60 Hz-ს, ხოლო ჩვენების ტექნოლოგია არის HDR10.

დაინტერესებული პირებისთვის წინადადებების მიღება დღეს, 2026 წლის 4 სექტემბერს, დაიწყო და 7 სექტემბრის 12:00 საათამდე დასრულდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები