მარნეულში საჯარო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზარდა
მარნეულში მგზავრობის საფასური გაიზარდა. N1 და N2 მარშუტკებში მგზავრებს ახალი, გაზრდილი ტარიფის გადახდა უწევთ.


ცვლილება შეეხო შემდეგ მარშრუტებს:

• მარნეული – წერეთელი – საიმერლო: მგზავრობის ღირებულება 70 თეთრიდან 90 თეთრამდე გაიზარდა.
• მარნეული – ჯანდარი - ტარიფი 70 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდა.

ფასების ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით „ექსპრეს ტურისტის“ ხელმძღვანელს, იური სამხარაძეს დავუკავშირდთ მისი

განცხადებით, მგზავრობის გაძვირება საწვავის ფასისი გაზრდითაა გამოწვეული.

„ბენზინის საფასური ორჯერ მაინც გაიზარდა. კერძო ფირმა მაქვს, მოგებაზე თუ არ გავედი, მაშინ უნდა გავაჩერო ტრანსპორტი. დიდი ხანია, ამ გადაწყვეტილების მიღებას ვფიქრობდით, მაგრამ ახლა გამოუვალი მდგომარეობა გვქონდა, იძულებული გავხდთ- მთლიანად გაჩერების ზღვარზე ვიყავით. თუ დაიკლებს საწვავი, ჩვენც დავუწევთ ფასს."-  აცხადებს იური სამხარაძე.

N1და N2 საჯარო ტრანსპორტი მარნეუილში 2022 წლის მარტის თვეშიც გაძვირდა და ის 50 თეთრიდან 70 გახდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები