მერია მზაობას გამოთქვამს ნარიმანოვის N1 ავარიული კორპუსის პროექტი მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს
მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი ავარიული კორპუსის რეაბილიტაციის ბედი ისევ გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას გამაგრება-გაძლიერება ესაჭიროება, ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოებისთვის საჭირო თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ ასახა.

რადიო „მარნეულმა“ მარნეულის მერიას წერილობით მიმართა და კორპუსის პრობლემის გადასაჭრელად არსებულ გეგმებზე, კონკრეტულ სამუშაოებსა (რეაბილიტაცია, დემონტაჟი თუ ახალი მშენებლობა) და ბიუჯეტში გამოყოფილ თანხებზე

ინფორმაცია გამოითხოვა.

მერიის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ შენობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია,. თუმცა, უწყებამ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა იმის შესახებ, იგეგმება თუ არა შენობის დემონტაჟი ან ახალი კორპუსის მშენებლობა. რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა.

მიუხედავად ამისა, უწყების მტკიცებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებობს მზაობა, რომ პროექტი მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინონ. ნარიმანოვის N1 კორპუსის მცხოვრებლები წლებია საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, თუმცა კონკრეტული თარიღები, თუ როდის დაიწყება სამუშაოები და რა ჯდება რეალურად შენობის გამაგრება, მერიის პასუხიდან ისევ უცნობი რჩება.

მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩის N1-ში მომხდარი ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. რომელსაც აივნის ჩამონგრევის გამო ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რადიო "მარნეულის" კითხვები მერიას:


მარნეულის მერიის პასუხი:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები