მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში
უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვი
კორპუსის სადარბაზოში არსებული კონსტრუქციაზე დაგორდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „რადიო მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად
მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაშავებული ბავშვი თავდაპირველად „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს,
თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ამ დროის მონაცემებით
(17:44 საათი), ის თბილისში გადაჰყავთ. ასევე, თავდაპირველად
ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ბავშვი სადარბაზოს მესამე სართულიდან
გადმოვარდა.