მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია III კლასის 5 ერთეული მაღალი
გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვის მიზნით ბაზრის წინასწარ
კვლევას ატარებს.
შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებული ტექნიკური
დოკუმენტაციის მიხედვით, საგარანტიო ვადა ავტომობილების ძირითად
აგრეგატებზე - ძრავზე, ხიდსა და გადაცემათა კოლოფზე - მინიმუმ 5 წელი
უნდა იყოს.
რაც შეეხება სრულ ავტომანქანას, გარანტია ვრცელდება 3 წელზე ან 150
000 კილომეტრზე (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ მერია შესყიდვის ოფიციალურ
ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს, სადაც გაირკვევა, თუ რომელი
კომპანია დააკმაყოფილებს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულ ტექნიკურ და
საგარანტიო სტანდარტებს. ბაზრის კვლევაში წინადადებების მიღება 18
სექტემბერს იწყება და 21 სექტემბერს სრულდება.