მარნეულში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაშავებული 3 წლამდე
ასაკის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის
სტაბილურია.
მცირეწლოვანი სხვადასხვა სახის დაზიანებით მარნეულის „ავერსის“
კლინიკაში 11 სექტემბერს
შეიყვანეს.
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე,
ბავშვის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა
საჭირო. პაციენტს თავის არეში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და ის ამ
დრომდე კლინიკაში რჩება.