მარნეულის №3 საჯარო სკოლაში წელს 37 პირველკლასელი ისწავლის

დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოში მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.



წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, პირველკლასელებმა სწავლა სასკოლო ფორმით დაიწყეს. ახალ წესთან დაკავშირებით მშობლების მოსაზრებები ორად იყოფა: ნაწილი სასკოლო ფორმის შემოღებას დადებითად აფასებს, ზოგი კი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ერთ-ერთი მშობელი აღნიშნავს, რომ ფორმა სოციალურ თანასწორობას უწყობს ხელს:

„ყველა ბავშვი ერთნაირად გამოიყურება. ეს ლამაზიც არის და თანასწორობასაც ქმნის.

ადრე ზოგს შედარებით ძვირფასი ეცვა, ზოგს კი — იაფი, ახლა კი ყველა თანაბარ პირობებში იქნება“.


სხვა მშობელი კი აცხადებს, რომ შესაბამისი ზომის არარსებობის გამო იძულებული გახდა, ბავშვი პირველ გაკვეთილზე კოსტიუმის გარეშე მიეყვანა.

„უკმაყოფილოები ვართ, რადგან ბავშვის ზომა კოსტიუმი ვერ ვიპოვეთ და ვერ ვიყიდეთ. დეიდაშვილთან ერთად დაიწყო პირველ კლასში სწავლა, მაგრამ რადგან იმას ფორმა არ ჰქონდა, არც ამას ჩავაცვით. სკოლა უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როდის მოგვაწვდიან ფორმებს. ახალი ჩაცმული აქვთ და ხარისხზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი“.

მარნეულის №3 საჯარო სკოლის დირექტორმა, გულნარა დარღალმა რადიო „მარნეულთან“ საუბარში განაცხადა, რომ წელს სკოლაში პირველკლასელთათვის ორი აზერბაიჯანული და ერთი ქართული სექტორი იფუნქციონირებს. აზერბაიჯანულ სექტორში სულ 27, ხოლო ქართულ სექტორში 10 მოსწავლე შევიდა.

 


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები