მუნიციპალიტეტი გეგმავს, შეიძინოს 5 ერთეული ახალი სამგზავრო
ავტობუსი, რისთვისაც ბაზრის წინასწარ კვლევას ატარებს.
სატენდერო დოკუმენტაციისა და ფასების ცხრილის მიხედვით,
შემოთავაზებული ავტობუსები უნდა აკმაყოფილებდეს.
• გამოშვების წელი: არანაკლებ 2026 წლის, ახალი და
ექსპლუატაციაში არმყოფი.
• ეკოლოგიური სტანდარტი: დიზელის ძრავი, არანაკლებ Euro 5 ემისიის
დონით.
• წარმოშობა: ტექნიკა უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)
წევრ ქვეყნებში.
• მგზავრთტევადობა და ადაპტაცია: არანაკლებ 21 დასაჯდომი და 22
დასადგომი ადგილი, ასევე სპეციალური სივრცე და მექანიკური პანდუსი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) ეტლისათვის.
• კომფორტი და უსაფრთხოება: ავტობუსები აღჭურვილი უნდა იყოს ძლიერი
კონდიციონერით (მინიმუმ 12kW), ციფრული საინფორმაციო აბრით, შიდა
უსაფრთხოების კამერებითა და მონიტორინგის სისტემით.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი წინადადებების
წარდგენა დაინტერესებულ მიმწოდებლებსა და კომპანიებს 23-24 სექტემბრის
პერიოდში შეეძლებათ.
გარეკანის ფოტო: არქივი