მარნეულელი ძიუდოისტი ბექა ჭკადუა საქართველოს ჩემპიონი გახდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა, ბექა ჭკადუამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

12-13 სექტემბერს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გამართულ „2010-2011 წლებში დაბადებულ ვაჟთა საქართველოს

სარეიტინგო ჩემპიონატზე“ სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა და 55 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონის პირადი მწვრთნელია გიგლა წიფიანი. მარნეულის სპორტული სკოლა ბექასა და მის მწვრთნელს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები