17 სექტემბერს, 11:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციულ შენობაში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდება.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი თვითმმართველობის ფეისბუქის გვერდზეა
გამოქვეყნებული.
ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ა(ა)იპ
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ ორგანიზებით იმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის
მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.