მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან
დაკავშირებით, საბავშვო გასართობი ღონისძიების
ორგანიზებისთვის 5 000 ლარიანი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება
გააფორმა.
დოკუმენტაციისა და მიღებული მოხსენებითი ბარათის თანახმად,
ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი გეგელაშვილთან 11
სექტემბერს გაფორმდა.
მომსახურება 14 სექტემბერს, ჯავახიშვილის სახელობის სკვერში გამართულ
ღონისძიებას ითვალისწინებდა.
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის
მოხსენებით ბარათში აღნიშნული იყო:
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია მიმდინარე წლის 14 სექტემბერს
მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცოთ
მუსიკალურ-გასართობი ღონისძიებით. ღონისძიების სრულყოფილად ჩატარების
მიზნით საჭიროა ჯავახიშვილის სახელობის სკვერი გაფორმდეს ფერადი
ლენტებით, ვიმპელებითა და ბუშტებით. ბავშვების გართობაზე იზრუნებს 5
ანიმატორი და 1 წამყვანი ანიმატორი შესაბამისი მუსიკალური გაფორმებით,
აგრეთვე შევისყიდოთ დაპრინტული კეპები, რომლებიც დაურიგდება
ბავშვებს.“
აღნიშნული შესყიდვა 100%-ით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტიდან დაფინანსდა.