მარნეულის მერია ბუცების ფასს იკვლევს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტული ფეხსაცმლის,  ფეხბურთის ბუცების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა. შესყიდვის დეტალური აღწერილობის მიხედვით, მუნიციპალიტეტს ჯამში 20 წყვილი სხვადასხვა ზომის ბუცის შეძენა სურს.

მოთხოვნილი ზომების განაწილება ასეთია:

39 ზომა - 1 ცალი

42 ზომა - 9 ცალი

43 ზომა - 7 ცალი

44 ზომა - 2 ცალი

46 ზომა - 1 ცალი

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბუცების დიზაინი და ფერი შემსყიდველთან უნდა იყოს შეთანხმებული. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა საქონელი საკუთარი სახსრებით უნდა მიაწოდოს მერიას მისამართზე: ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N73.

პოტენციურ მიმწოდებლებს წინადადებების წარდგენა 2026 წლის 2 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეუძლიათ. განაცხადების მიღება 5 ოქტომბრის

13:00 საათზე დასრულდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები