ამერიკაში სწავლისა და ცხოვრების შანსი სკოლის მოსწავლეებისთვის - FLEX Global-მა რეგისტრაცია გახსნა
ამერიკულმა საბჭოებმა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX Global) ახალი ციკლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში სწავლასა და ადგილობრივ ოჯახში ცხოვრებას სთავაზობს.

სააპლიკაციო პროცესი 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მონაწილეობის კრიტერიუმები
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

იყოს საქართველოს მოქალაქე;

დაბადებული იყოს 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

2026–2027 სასწავლო წელს იყოს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე;

ფლობდეს ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;

აკმაყოფილებდეს J-1 ტიპის ვიზის მიღების მოთხოვნებს (მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები აშშ-ში 90 დღეზე მეტი).

ონლაინ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია სარეგისტაციო ბმულზე:

რეგისტრაციის ბმული — ais.americancouncils.org/flexglobal

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე:

ამერიკული საბჭოების ვებგვერდი — georgia.americancouncils.org


FLEX პროგრამის შესახებ

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული სტიპენდიაა, რომელსაც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები (American Councils) ახორციელებს.

პროგრამა 1992 წელს შეიქმნა და ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების უფასო სწავლებასა და ცხოვრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამის მიზანია კულტურათაშორისი დიალოგისა და პარტნიორული ურთიერთობების ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორმხრივი მგზავრობით, ყოველთვიური სტიპენდიით, სამედიცინო დაზღვევითა და ამერიკულ მასპინძელ ოჯახში ცხოვრებით.


FLEX პროგრამის მონაწილე აიშა ნოვრუზოვა სტუმრად გადაცემა ქალის აზრში


მარნეულელი გიორგი ხვიბლიანი ,,FLEX”-ის  პროგრამით სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრება
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები