მარნეულელმა ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს
3-4 ოქტომბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, 2014-2015 წლებში დაბადებულ ვაჟთა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი 3 გაიმართა.

ტურნირში წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

46 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი

დემეტრე გულბანმა დაიკავა. მისი პირადი მწვრთნელი რევაზ გუჯეჯიანია.

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე საბა გერლიანი გავიდა. მისი პირადი მწვრთნელი დემური ჟორჟოლიანია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები