მარნეულში სამი ქუჩის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია
გამოვლინდა.
9 აპრილის, ჯანდარისა და 9 ძმის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების
შესყიდვის ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს „ნიუ გრუპმა“.
მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში ერთადერთი მონაწილე კომპანიამ
სამუშაოების განხორციელება 1 577 777 ლარად შესთავაზა. ადგილობრივი
თვითმმართველობა აღნიშნული სამი ქუჩის რეაბილიტაციას თავდაპირველად 1
639 909 ლარად გეგმავდა, თუმცა ტენდერები პრეტენდენტის არარსებობის
გამო იშლებოდა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის მიზანია საპროექტო უბანში
მცხოვრები მოსახლეობის დაკავშირება მაგისტრალურ გზასთან და ქვეყნის
სხვა რეგიონებთან.
“საქართველოს რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური
პირობების გაუმჯობესების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არსებული
გზების აღდგენა-რეაბილიტაციას და მათ გამართულ, შეუფერხებელ
ფუნქციონირებას. ამ საავტომობილო გზის მეშვეობით ხორციელდება
საპროექტო უბანში მცხოვრები მოსახლეობის დაკავშირება მაგისტრალურ
გზასთან და შესაბამისად ქვეყნის რეგიონებთან. საპროექტო გზის
რეაბილიტაცია - ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება და საგზაო
სამოსის მოწყობა, მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზების თანამედროვე
ელემენტებით აღჭურვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საავტომობილო
ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას და შესაბამისად მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას” - წერია
სატენდერო დოკუმენტაციაში.
კომპანია ვალდებულია მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან
180 კალენდარული დღეში ჩააბაროს.