ვაკანსიები მარნეულის სკოლებში
მარნეულის სკოლებში სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებია გამოცხადებული.

მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლებს პედაგოგები, სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგი და ტექნიკური პერსონალი ესაჭიროებათ.
განაცხადების მიღების ვადები სკოლებისა და საგნების მიხედვით განსხვავებულია:

• სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლა - ეძებს ბუნებისმეტყველების მასწავლებელ-მაძიებელს (განაცხადების მიღების ვადა 9 ოქტომბერს იწურება).
• სოფელ სადახლოს №1 საჯარო სკოლა - აცხადებს ვაკანსიას სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე (ვადა: 9 ოქტომბერი).
•

რომან ზოიძის სახელობის სოფელ შულავერის №1 საჯარო სკოლა -  ეძებს ფიზიკის მასწავლებელ-მაძიებელს VII-XII კლასებისთვის (ვადა: 9 ოქტომბერი).
• სოფელ ქაპანახჩის საჯარო სკოლა -  საჭიროებს სპეციალურ მასწავლებელს (ვადა: 10 ოქტომბერი).
• სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლა -  ეძებს აზერბაიჯანული ენის (როგორც ეთნიკური უმცირესობების ენის) და მათემატიკის მასწავლებელ-მაძიებლებს (ვადა ორივე პოზიციაზე 11 ოქტომბერია).
• სოფელ წერეთელის საჯარო სკოლა -  აცხადებს ღია ვაკანსიებს ფსიქოლოგისა და დამლაგებლის პოზიციებზე (ვადა: 16 ოქტომბერი).
• ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლა - ეძებს სპეციალურ მასწავლებელს (ვადა: 18 ოქტომბერი).


დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გადამოწმება და განაცხადების გაგზავნა მასწავლებელთა ვაკანსიის ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები