9 ოქტომბერს მარნეულში უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაიმართება
9 ოქტომბერს, მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში,  უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება იქნება შესაძლებელი. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ადვოკატები, რეგიონული კომიტეტების წარმომადგენლები მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე უსასყიდლო კონსულტაციას გაუწევენ, მათ შორის: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, შრომითი და საოჯახო სამართალი, უძრავი ქონება და მემკვიდრეობა, ხელშეკრულებები და სხვა.

კონსულტაციის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

კონსულტაციები გაიმართება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები