საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“ სავალდებულო დეკლარირებას
დაქვემდებარებული
დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული
სატვირთო
ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად
განთავსებული 9 038 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები
გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 38 289 ლარი
შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.