"მამედგაზის" ხელმძღვანელი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
მამედგაზის ხელმძღვანელი ნარიმან ალახვერდიევი, რომელიც ძებნილის სტატუსით იყო დაკავებული, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
7 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მისი პატიმრობაში დატოვების საკითხი განიხილეს, რის შემდეგაც იგი დარბაზიდან გათავისუფლდა.

როგორც ალაჰვერდიევის ადვოკატმა როვშან ზიიადალიევმა განაცხადა, დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, მხედველობაში მიიღეს ის ფაქტი, რომ არ არსებობდა ბრალდებულის მიერ სასამართლო პროცესისგან თავის არიდების, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებებში

ჩარევის საფუძვლები.

ნარიმან ალახვერდიევი 100 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და სასამართლომ თანხის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

„მამედგაზის“ ხელმძღვანელი 20 აგვისტოს ფინანსურ დავაზე სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, შპს „მამედგაზსა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შორის წარმოქმნილი ფინანსური უთანხმოების გამო, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა. რადიო მარნეულმა აღნიშნულ თემაზე მასალა არაერთხელ მოამზადა.

დავის მთავარი მიზეზი გაზის ტარიფი გახდა. “მამედგაზი“ მომხმარებლებისგან სემეკის მიერ დადგენილ 47-თეთრიან ტარიფზე მეტს - 57 თეთრს ითხოვდა, რის გამოც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 30 ივლისს გაავრცელა კომპანია სოკარმა ინფორმაცია , რომ ყიზილაჯლოში, „მამედს“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუქმდა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები