„მერიაში განცხადება შევიტანეთ, პასუხი არ მოდის“ – ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს კანალიზაციის პრობლემა აქვთ
15:22 / 09.10.2026
მარნეულის ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს კანალიზაციის პრობლემა
აქვთ.
ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო,
ადგილობრივები იძულებულნი არიან, ჩამდინარე წყლები ტერიტორიაზე
გამავალ ღია არხში ჩაუშვან.
ეს ვითარება ანტისანიტარიას ქმნის და ამასთანავე, საცხოვრებელ
სახლებსაც აზიანებს. ოფელია ნამაზოვა, რომლის სახლის ეზო და კედლები
მეზობლად არსებული ჩამდინარე წყლების გამო სველდება, აცხადებს, რომ
სახლში ნესტის ასარიდებლად მთელი ზაფხულის განმავლობაში იძულებული
იყო, გათბობის სისტემა ჩართული ჰქონოდა.
„აი, ეს კედელია, მთლიანად დანესტილია. გავზომეთ, იქით 2.27
მეტრია, აქ კი 2.15 მეტრი. შეხედეთ, რამხელაზეა სახლი დაწეული! ამ
ზაფხულს, ჩათვალეთ, ټول გათბობის სისტემა
ჩართული გვქონდა, რომ
გარეთაც ცხელოდა და სახლიც გამთბარიყო, ნესტი რომ არ ყოფილიყო.
სამზარეულოშიც და აბაზანაშიც ბათქაში მთლიანად ჩამოცვივდა. იატაკი
სრულად აიწია. საკანალიზაციო წყლის, თითქოს, 60% ჩვენთან მოდის, 40%
კი არხში მიდის. არხიც უკანონოა.
ვუბნებით, რომ საკანალიზაციო მილი შეცვალონ. ჩვენი მხრიდან გავთხარეთ,
რომ დაგვემტკიცებინა. თქვა, რომ შეუძლებელია. აშკარად ჩანს, რომ იქ
წყალია. ხელახლა ვაიძულეთ, რომ თავისი მხარე გაეთხარათ და სამი
გატეხილი ადგილი გამოჩნდა. სამი გატეხილი ადგილი რომ გამოჩნდა,
ამბობს, რომ ოსტატებმა წებოთი დააწებეს და ხაზს არ შევცვლიო.
ასეთთან რა უნდა ილაპარაკო? მერიაში წავედი, მერიაში საჩივარი
დავწერე. ორჯერ პოლიცია გამოვიძახე, პოლიციამ თქვა, რომ ჩვენ ამ
საქმეს არ ვამოწმებთ, hჩვენი საქმე არ არისო.
უკანონოდ აკეთებენ ასეთ რაღაცებს. რომ ეუბნები, სწორად არ იქცევიო,
ამბობს, რომ მთავრობა არ არის, მე თვითონ ვარ ჩემი თავის მთავრობაო",
- აცხადებს ოფელია ნამაზოვა.
50 წელია ამავე უბანში ცხოვრობს საიალი იბრაჰიმოვაც, რომელიც
ანალოგიური საფრთხის წინაშეა. იგი აღნიშნავს, რომ მეზობლის გაუმართავი
საკანალიზაციო ხაზიდან ჟონვის გამო, მისი სახლის საძირკველი ჩანგრევის
პირასაა:
„50 წელია მეზობლები ვართ, კარგი, მეგობრული მეზობლობა
გვქონდა. იმ დროს საკანალიზაციო ხაზიც ერთი გვქონდა. ჩვენი მხრიდან
გავაკეთეთ, ჩემმა ქმარმა თქვა, აქ ხაზი გავყვანოთო. 20 წელში სამჯერ
შევცვალეთ ჩვენი კანალიზაცია. ახლა მეზობლისა დამპალია. ბინძური წყალი
მიწის ქვეშიდან ჩვენსკენ მოდის. სახლის ერთი მხარე მაღალია, მეორე
მხარე – დაწეული. ქვეშ მთლიანად ბინძური წყალია.
სახლის მთელი წინა მხარე ჩაწეულია.
მეზობელს დღესაც ვეჩხუბე, ვალახ, წნევამ აგიწია. ისევ ამბობს, ჩემგან
არ არისო. ჩვენც შევიტანეთ განცხადება მერიაში, პასუხიც არ მოდის.
112-ში ორჯერ დარეკეთ. პოლიცია ამბობს, ჩხუბზე მოვდივართ, ასეთ რამეზე
არ მოვდივართო. ასეთ რამეს ვინ მიხედავს, არ ვიცი. ეს მთავრობა არის
თუ არა?“, - ამბობს საიალი იბრაგიმოვამ.
ამავე უბნის მცხოვრები გიულაბათინ იბრაჰიმოვა კი ქუჩაში ჩამდინარე
წყლების მიერ შექმნილი გაუსაძლისი სუნის გამო ჩივის. იგი ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, ანტისანიტარიის გამო
ფანჯრების გაღებასაც კი ვერ ახერხებენ:
„მე აქ ვცხოვრობ, სუნით მოვკვდი. შეხედეთ, რა
მდგომარეობაში ვცხოვრობ... ჩემი ქმარი გარდაიცვალა, შვილიც
საზღვარგარეთაა. ჩემს სიტყვას არ ისმენენ, უნიტაზის ټول წყალი აქ
მოდის. ახლა წყალმა ეს ბათქაში გახვრიტა და ბაღში მიედინება. მე რა
ვქნა ახლა, რა გავაკეთო? იმ დღეს ხელში ნიჩაბი ავიღე, იქამდე
გავწმინდე და ვნახე, რა მდგომარეობაც იყო. ასე არ შეიძლება,“
- თქვა გულაბათინ იბრაგიმოვამ.
„რადიო მარნეული“ საკითხის გასარკვევად მერიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული
თემის გასარკვევად ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ.