მარნეულის ბაღების გაერთიანებამ ჰიგიენური საშუალებები გამარტივებული
წესით, 2 949 ლარად შეიძინა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულმა ბაგა-ბაღების
გაერთიანებამ სარეცხი, საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების შესყიდვის
მიზნით შპს „გამა–გ“-სთან გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა.
შესყიდვის საერთო ღირებულებამ 2 949 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულებისა და
თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, შემდეგი ნივთები
შეიძინეს.
• ტუალეტის საწმენდი ჟელე („დომესტოსი“) – 50 ცალი, ჯამური
ღირებულება 675 ლარი;
• ტუალეტის ხსნარი („ACE“, ) – 50 ცალი, ჯამური ღირებულება 400
ლარი;
• ჭურჭლის სარეცხი ჟელე – 70 ცალი, ჯამური ღირებულება 455 ლარი;
• სარეცხი ფხვნილი („ABC avtomat“, 9კგ) – 10 ცალი, ჯამური ღირებულება
290 ლარი;
• ნარჩენების ცელოფანი (35ლ და 60ლ) – ჯამური ღირებულება 323
ლარი;
• საწმენდი და იატაკის ტილოები – ჯამური ღირებულება 466 ლარი;
• ფხვნილი და ჭურჭლის ღრუბლები – ჯამური ღირებულება 340
ლარი.
ხელშეკრულებას ხელი ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ზაურ კარამოვმა
და შპს „გამა–გ“-ს დირექტორმა, ანა ნოზაძემ მოაწერეს. პროდუქცია
მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩა №27-ში მდებარე მისამართზე უნდა
მიეწოდებინათ, ხოლო მიწოდების ბოლო ვადად 2026 წლის 7 ოქტომბერი იყო
განსაზღვრული.