"ასწავლე საქართველოსთვის" - სოფლის სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა
პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ვაკანსიები გამოცხადდა. კონკურსის მიზანია საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში არსებული საკადრო დეფიციტის შევსება . მსგავსი პროგრამით მარნეულში არაერთი პედაგოგია დასაქმებული .

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:

• ბიოლოგია
• ინგლისური ენა
• მათემატიკა
• მუსიკა
• მოქალაქეობა
• სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
• სპორტი
• ფიზიკა
• ქართული ენა და ლიტერატურა

• ქიმია
• ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I - IV კლასები)

მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მასწავლებლად და მივლენილი იქნება ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.

პროგრამის მასწავლებელს სკოლაში ასევე გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული საგნის/საგნების მასწავლებელს და დამატებით მიიღებს მასწავლებლისთვის განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას.

ამასთანავე პროგრამის “ასწავლე საქართველოსთვის” მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში და მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები.

განაცხადების მიღება: 2026 წლის 8 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბმული: https://vacancy.hr.gov.ge

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში, „ასწავლე საქართველოსთვის“ ახალი ნაკადის მიღება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოცხადებულა. ამ დროისთვის (14:48) განაცხადი 144 აპლიკანტს აქვს გაკეთებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები