მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ A4 ფორმატის უმაღლესი ხარისხის
საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის
საფუძველზე,
შპს „ვესტასთან“ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება 14 700 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი
შეკვრა ქაღალდის ფასი 9,80 ლარია.
მიწოდების პირობები: საქონლის მიწოდება ეტაპობრივად, მერიის
წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში
განხორციელდება, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდების ადგილს
თბილისში მდებარე
მისამართები წარმოადგენს, ხოლო მიმწოდებელი
ვალდებულია ქალაქის ტერიტორიაზე მიტანა საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს.
შესყიდვა მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ბესიკ სეხნიაშვილის
მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოხდა, ხოლო დოკუმენტს ხელი მარნეულის
მერმა, დაური ისმაილოვმა და შპს „ვესტას“ დირექტორმა, ივანე
ადამაშვილმა მოაწერეს.