ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ბოლნისის საკრებულომ თანამდებობიდან გადააყენა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქონების მართვისა და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვუგარ ისაევი თანამდებობიდან გადააყენა.


შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობდა, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ინფრომაციას საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ვიდეომასალის გავრცელება. „ტვ პირველის“ („შაბათის ეთერი“) ცნობით, 36 წლის მარტოხელა დედას, რომელიც საკრებულოში

შვილის მკურნალობის დაფინანსებაში შუამდგომლობის სათხოვნელად იყო მისული, დეპუტატი ვუგარ ისაევი დახმარების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობის დამყარებას სთხოვდა. დაზარალებულის განცხადებით, დეპუტატის მხრიდან სისტემატური შევიწროება, თვალთვალი და მუქარა 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულია, თუ როგორ უსწორდება დეპუტატი ქალს ფიზიკურად ქუჩაში, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში.

დაზარალებულის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მან მაღალჩინოსანს პოლიციაში ჩივილით დაემუქრა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო:

• სსკ-ის 139-ე მუხლი (სექსუალური ხასიათის იძულება): გულისხმობს პირის იძულებას სექსუალური ხასიათის მოქმედების განხორციელებისაკენ ან სექსუალურ კავშირში შესვლას სამსახურებრივი, მატერიალური ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, მუქარით ან მოტყუებით.
• სსკ-ის 126-ე მუხლი (ძალადობა): გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
• სსკ-ის 187-ე მუხლი (ნივთის დაზიანება ან განადგურება): გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწ
ვია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები