მარნეულიდან თეთრიწყაროში - თემურ შუბითიძე ერთწლიანი პაუზის შემდეგ მერის მოადგილედ დაინიშნა
თემურ შუბითიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

თეთრიწყაროს მერმა, მიხეილ აფციაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, მერიის თანამშრომლებს მერის პირველი მოადგილე, თემურ შუბითიძე ოფიციალურად წარუდგინა.

თემურ შუბითიძე მარნეულის ყოფილი მერის, კენან ომაროვის პერიოდში მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მარნეულში 2025 წელს ახლადარჩეული მერის, დაურ ისმაილოვის მოსვლის შემდეგ, რომელმაც პირველ მოადგილედ გიორგი გოდაბრელიძე დანიშნა, ყოფილი მერის,

კენან ომაროვის ყოფილი მოადგილეების გუნდის ცვლილება დაიწყო.

როინ დეკანოიძისა და ზურაბ ფანგანის მსგავსად, შუბითიძის მარნეულში დარჩენის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რაზეც თავად ამბობდა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

საბოლოოდ, მარნეულის მერიის სტრუქტურიდან ყოფილი მოადგილეები თანამდებობებზე არ დატოვეს, თემურ შუბითიძემ კი თავისი საქმიანობა ერთი წლის თავზე მეზობელ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კვლავ მერის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები