ყოფილი სამხედრო ქალაქის მოსხლეობას 15 დღიანი ვადა მიმდინარე მშენებლობების შესაჩერებლად მიეცათ
დაახლოებით ერთი კვირის წინ, მარნეულის ე.წ სამხედრო ქალაქის მოსახლეობამ მერიიდან მიიღო ინფორმაცია, რომ საცხოვრებელზე მიშენებული ფართების დასაკანონებლად 15 დღიანი ვადა აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოუწევთ , რამც მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას მერის მეორე მოადგილე ლაშა ლობჯანიძეს მოსახლეობის მხრიდან არასწორ ფორმულირებას უწოდებს და როგორც თავად ამბობს, ზედამხედველობის სამსახურმა აღმოაჩინა უკანონო მშენებლობები, რომლებიც დაწყებული იყო და მოსახლეობას არა დაკანონების მხრივ, არამედ მშნებლობის შესაჩერებლად მიეცათ 15 დღიანი ვადა.

“კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები არის დარღვული და ზედამხედველობის სამსახურმა გააკეთა შესაბამისი რეაგირება. არასწორი ფორმულირება მოახდინეს ,15 დღე არის შეჩერების ვადა. აქ არის საუბარი მხოლოდ იმ ნაგებობებზე, რომელებსაც ამ ეტაპზე აშენებდნენ და დასაწყისიდანვე აღმოაჩინა ზედამხედველობამ და რეაგირება მოახდინა“-ამბობს ლობჯანიძე

ლობჯანიძის თქმით, რაც შეხება ფართს, რომელიც მოსახლეობას 2007 წლამდე აქვს მიშენებული საცხოვრებელ სახლებზე ეს არის უკანონო, მაგრამ კანონი ითვალისწინებს, რომ 2007 წლამდე არსებული უკანონო მიშენება , რომელზეც არსებობს არქიტექტურულ სამსახუში შესაბამისი პროექტი და კონტრუქციული დასკვნა, ამშემთხვევაში კანონი ითვალისწინებს მის დაკანონებას.

Print