„14 წლის ბავშვი რომ გათხოვდება ოჯახში რას გააკეთებს, დედამთლის და მამათილს როგორ უნდა სცეს პატივი“ - შეხვედრის მონაწილე ადრეული ქორწინების პრევენციის თემაზე
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლაში  პროექტ "ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლსა და კახეთში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. სადაც მონაწილეობას მაღალი კლასის მოსწავლეების მშობლები იღებდნენ. შეხვედრის შესახებ პროექტის კორდინატორი ნათია გვრიტიშვილი გვესაუბრა.

„პროექტის ფარგლებში ჩვენ გადავამზადეთ 8 აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდა, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგები ადრეული ქორწინების საკითხებზე, კანონმდებლობაზე. ასევე გვყავს 2 მოწვეული ტრენერი, რომლებიც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევაზე არიან სპეციალიზებულები. შეხვედრაზე ძირითადად მამები მოვიდნენ და აქტიურობენ. ფიქრობენ, რომ ქალები იღებენ გადაწყვეტილებას გოგონების გათხოვებაზე და ვთვლი, რომ საჭიროა მეტი ქალი დაესწროს მსგავს შეხვედრებს“-ამბობს გვრიტიშვილი

ტრენერი შალალა ამირჯანოვა ამბობს, რომ დამსწრეები საკმაოდ აქტიურები იყვნენ.

„ პროექტის ფარგლებში ვიმყოფებით სოფელ კირიხლოში,  შეხვედრა დისკუსიის ფორმატშია. ძირითადად მამები მოვიდნენ. ამბობებნ რომ ქალები უფრო უნდა იყვნენ ამ თემაზე ინფორმირებულნი. ტრენინგები გაგრძელდება და პროექტი მაისში დასრულდება“-ამბობს ამირჯანოვა

ადგილობრივი მოსახლეობა მსგავს შეხვედრეს აუცილებლად მიიჩნნევენ ინფორმაციული თვალსაზრისით.

„ადრეული ქორწინება ცუდია, ცუდი შედეგი აქვს ხოლმე.“

„აქ ძალიან კარგი საუბრები მიმდინარეობდა. ყველა მშობლის ვალდებულებაა შვილი გაზარდოს და შესაბამის ასაკში შექმნან ოჯახი.
14 წლის ბავშვი, რომ გათხოვდება ოჯახში რას გააკეთებს, დედამთლის და მამათილს როგორ უნდა სცეს პატივი“ ბავშვმა“

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ მიერ, საქართველოს საპრეზიდენტო ფონდის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შეხვედრები 35 სოფელში ჩატარდა და მაისის ბოლოს დასრულდება.



რადიო "მარნეული
Print